დავით მათიკაშვილი – მიხეილ სააკაშვილი “ფსკერის გზას გასცდა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფსკერის გზას გასცდა”. ამის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩათან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.

“მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა დიპლომატების, სტრატეგიული პარტნიორებისა და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეც თავად არის, იმას აჩვენებს, რომ ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა. ამ ყველაფერზე უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ამას დაველოდებით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

banner
წინა სტატიაშიცალსახად ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება – კალოიანი
შემდეგი სტატიასპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა