ცალსახად ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება – კალოიანი

ევროპული საქრთველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში, რათა იპოვონ საერთო ენა და გზა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად
კალოიანის თქმით, ოპოზიციაც ამ აზრზე არის, რომ ყველაფერი ინსტიტუციის ფარგლებში უნდა ხდებოდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციას ამ ინსტიტუციების გამოყენების საშუალება არ მიეცა არჩევნების პერიოდში, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში.
კალოიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ცალსახად ეთანხმება ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება.
„ჩვენც იგივე აზრზე ვართ, ყველაფერი უნდა ხდებოდეს ინსტიტუციის ფარგლებში, ეს სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ ინსტიტუციების გამოყენების საშუალება არ მოგვეცა არჩევნების პერიოდში, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არც სასამართლო სისტემაში, ცალსახად ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – მიხეილ სააკაშვილი “ფსკერის გზას გასცდა”