WHO ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქრათველოს მთავრობის და ქართველ მედიკოსებთან მუშაობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყენაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროს, ქართველ მედიკოსთან და ასვევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წვლილი აღნიშნულ პროცესში.​

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ