The Wall Street Journal: სირიაში რუსებმა აშშ-ს ბაზა დაბომბეს

გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა, სირიაში, ბაზა, რომელსაც აშშ და დიდი ბრიტანეთი იყენებს, დაბომბა.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 2016 წლის 16 ივნისს მოხდა. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა სირიის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, იორდანიის საზღვართან მდებარეობს, დაბომბეს. ბაზას აშშ-სა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები იყენებდნენ. სამხედრო მოსამსახურეებიდან არავინ დაშავებულა: თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ს 20-მა ჯარისკაცმა ბაზა დატოვა. ოპოზიციის 4 წევრი დაიღუპა.

The Wall Street Journal-ის თქმით, პენტაგონმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. რუსმა სამხედროება განაცხადეს, თითქოს მათ არ იცოდნენ ბაზის აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ გამოყენების შესახებ. ამის შემდეგ, აშშ-მ სირიაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების ოპერაციებზე მოსკოვს ინფორმაცია მიაწოდა.

გამოცემა ფირქობს, რომ ბაზაზე თავდასხმა, რუსეთის მხრიდან აშშ-ზე ზეწოლის გეგმის ნაწილი იყო, რომ ვაშინგტონი მჭიდრო თანამშრომლობაზე აიძულოს, სირიაში “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის ფარგლებში. პენტაგონის უკმაყოფილების მიუხედავად, თეთრ სახლს მოსკოვიდან ახსნა-განმარტებების გაკეთება არ მოუთხოვია.

სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს ომი.

13838250_1760884050863261_403573923_o

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას
შემდეგი სტატიასამგზავრო თვითმფრინავი ბორტზე მარიხუანის სუნის გამო აეროპორტში დააბრუნეს