სამგზავრო თვითმფრინავი ბორტზე მარიხუანის სუნის გამო აეროპორტში დააბრუნეს

British Airways-ის თვითმფრინავი ბორტზე მარიხუანის სუნის გამო აეროპორტში დაბრუნდა – ინციდენტი დღეს მოხდა – The Sun-ი წერს.
ლაინერი ლონდონის აეროპორტიდან გატვიკი, ბერძნულ ქალაქ ირაკლიონში მიფრინავდა, კუნძულ კრეტაზე. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, როცა ის ოჯახთან ერთად ბორტზე ავიდა, გაურკვეველი მსუბუქი სუნი იგრძნო. დროთა განვავლობაში სუნი ძლიერდებოდა. რამდენიმე მგზავრმა განაცხადა, რომ სუნი მარიხუანისას გავს. “ჩვენ ამსტერდამში ვიყავით, და ვიცით, როგორია მარიხუანის სუნი” – განაცხადა მგზავრმა სტიუარტ ბარნსმა.
მამაკაცის თქმით, ბორტგამცილებლებმა მგზავრებს განუცხადეს, რომ ეკიპაჟის წევრები სუნის გამო თავს ცუდად გრძნობენ, ამიტომ, პარიზის რაიონში თვითმფრინავი ბრიტანეთში დაბრუნდა. შემოწმების შედეგად თვითმფრინავს პრობლემები არ აღმოაჩნდა. ასევე, ბორტზე არანაირი ნიშანი არ იყო იმისი, რომ ვინმეს მარიხუანა ჰქონდა, ან მოწია.

თვითმფრინავი დანიშნული მიმარულებით 6 საათის დაგვიანებით გაფრინდა.

banner
წინა სტატიაშიThe Wall Street Journal: სირიაში რუსებმა აშშ-ს ბაზა დაბომბეს
შემდეგი სტატია“პაპუაშვილის განცხადებაზე რეაგირება კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ”- წულუკიანის მოადგილე