ვწუხვარ,რომ შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმე ახლაც პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდება

მურუსიძე-შავგულიძის დებატებს გვიან ვუყურე .
ვწუხვარ რომ შალვა შავგულიძემ რამდენიმე უტიფარი ტყუილი თქვა:
1.სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია და არ უთქვამს რომ შავგულიძე სწორად მოიქცა,როცა სააპელაციოში არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაო-173 პუნქტში მხოლოდ ფაქტია დასახელებული,აღწერილობით ნაწილში საქმის ისტორიაზე.სამოტივაციო ნაწილში მსგავსი არაფერია ნათქვამი
2.დავით ჯანდიერი “პროცესის”ადვოკატი იყო 2005 წლამდე,სანამ ის საფრანგეთში წავიდოდა სასწავლებლად.2009 წელს საქართველოში სანდრო გირგვლიანის საქმის გამო დაბრუნდა(როცა შალვა შავგულიძე ვერ აბამდა თავს,რა ეპასუხა მთავრობისთვის)
3.2009 წლის 14 ივნისს დამთავრდა წერილობითი კომუნიკაცია მთავრობასთან,რომელიც სრულად დავით ჯანდიერმა მოამზადა და ამის შემდეგ დაინიშნა გირგვლიანის საქმის ზეპირი მოსმენა 6 ოქტომბერს.(გადაწყვეტილების 6-7 პუნქტი)-ანუ ჯანდიერი ზეპირი მოსმენისას არ ჩართულა და თარჯიმანიც არ იყო.
4.ჯანდიერი კარგი იყო კიო,რადგან ახალი საქმეები იცოდაო,ადვოკატი სტრასბურგის მიმდინარე გადაწყვეტილებებს რომ არ ეცნობა,ეს კარგია?ან სარჩელში რომ სხვა (თუნდაც ,5-6 წლის წინანდელი)პრეცენდენტები არ იყო მოხმობილი,ეს პროფესიონალიზმია?
ვწუხვარ,რომ შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმე ახლაც პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდება და უარესი,იმ ხალხის გვერდით დგას,რომლებმაც სისტემური დანაშაული ჩაიდინეს,(კანონები შეცვალეს და მოარგეს კონკრეტულ დანაშაულს)-წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამთავრობა კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარების პროექტს იწყებს