შუახევში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი და საქონლის სამი სადგომი დაიწვა

შუახევში, სოფელ ბარათაულში გუშინ გვიან ღამით სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად ასევე განადგურდა საქონლის სამი სადგომი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა.

ცეცხლი თავდაპირველად ხის სახლს გაუჩნდა, რის გამოც ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ადგილზე მისულმა შუახევისა და ქედის სახანძრო ბრიგადებმა მხოლოდ ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ადგილზე იმყოფებოდნენ შუახევის მერიის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ზარალს კომისია შეისწავლის და ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ, მანამდე კი მათ ნაქირავებ ფართებში გადაიყვანენ.

ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახისთვის აჭარის ბიუჯეტში ერთჯერადად 15 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშივტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაწულუკიანი გახარიას გუნდზე – მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს