მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია, ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა.

შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები გაემგზავრნენ.

გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტები აქცია-პერფორმანსს – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ
შემდეგი სტატიამეუფე შიო მუჯირი – თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს, უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, მათი გზით, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ