ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცა, ჩვენი ქვეყნის დახმარება აშშ-ს კეთილი ნებაა – ბოკერია

ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის დახმარება შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან.

„აქ აღსანიშნავი დეტალია ისიც, რომ კობახიძემ ეს ჯერჯობით საპარლამენტო სხდომაზე დაანონსა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ეს ხდებოდა. მთავარია, სადამდე მივიდა საქმე – დღეს საქართველოს ჰყავს რეჟიმი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია მთლიანად თავისუფალ სამყაროსთან, სადაც ჩვენ გვინდა დაბრუნება. თან რაზე უცხადებს პროტესტს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული არ დაიხარჯოს ქვეყნის განვითარებაზე ანუ მათ წვრთნაზე. მე კი ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცა შეერთებული შტატების კეთილი ნებაა, ჩვენი ქვეყანას დახმარება.

მივედით ლოგიკურ ზღვრამდე, საიდანაც იწყება დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსთან. ვერ წარმომიდგენია ნორმალური ადამიანი, რომლისთვისაც ეს ყველაფერი კატასტროფა არ არის, რომ საქართველო აქამდე მივიდა და დაპირისპირებაშია დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვჭირდება ჩვენი მომავლის, კეთილდღეობის და მომავლის დასაცავად“ ,– განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ტკივილები აქვს, თუ მნახველი არ ჰყავს, ძირითადად წევს – ალასანია
შემდეგი სტატიახერსონის ხელისუფლებამ დაკეტა საზღვარი კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან – რუსული მედია