ძლიერი ტკივილები აქვს, თუ მნახველი არ ჰყავს, ძირითადად წევს – ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი სუსტადაა და ძლიერი ტკივილები აქვს.

„ძლიერი ტკივილები აქვს, ძირითადად ურჩევნია, რომ იწვეს. თუ მნახველი არ ჰყავს, ძირითადად წევს. ან წევს ან სავარძელში ჩამოჯდება ხოლმე. ველოდები, თვითონაც ელოდება კომისიის შემოსვლას. ამ კომისიაზეა მთელი იმედი, იმიტომ, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს. მე მაქვს პირადად იმედი, რომ უნდა გაიყვანონ და უნდა დაიწყოს ის კომპლექსური მკურნალობა, რომელიც როგორც ჩანს, მას სჭირდება“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიკრემლი – ვლადიმერ პუტინმა მაკრონსა და შოლცს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს მარცვლეულის ექსპორტის, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ვარიანტების მოძიებას
შემდეგი სტატიავთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს, თუმცა, ჩვენი ქვეყნის დახმარება აშშ-ს კეთილი ნებაა – ბოკერია