„ვორლდ ვიჟენ“:ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს

ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპატრიარქოში. საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ ჩვენს რჩევებს, გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, World Vision-საქართველოს დირექტორმა, ეკა გურგენიძემ განაცხადა.

„ნინოწმინდის პანსიონს რაც შეეხება და არამხოლოდ მას, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამ თემაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას, ყველა პანსიონზეა საუბარი და არა მხოლოდ ნინოწმინდაზე. მარტივი პროცესი არ არის. მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ იქ მომუშავე სოციალური მუშაკები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. სახალხო დამცველზეც იყო საუბარი და საპატრიარქომ განაცხადა რომ, მხარს უჭერს სახალხო დამცველის შეშვებას, მაგრამ როდის მოხდება, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა გურგენიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი საპატრიარქოში შეხვედრაზე: ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება