ვოლსკი ჟურნალისტებს-“რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით”

“რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით”. – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს თბილისის მერის, კახა კალაძის, ახალი პროექტის შესახებ, რომლითაც მერი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას აპირებს.

მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე ჟურნალისტმა უმრავლესობის ლიდერს კითხვა დაუსვა, ვოლსკი დაინტერესდა, თუ რომელი მედიის წამომადგენელი სვამდა კითხვას. ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მთავარი არხის კითხვებს არ პასუხს არ გასცემდა, თუმცა მან მაინც გააგრძელა და თქვა, – “თქვენ გინდათ, რომ ყველას ტალახი მიასხათ და პასუხი ჩათვალოთ მედიაზე ზეწოლად, ეს აღარ გაგივათ უკვე – დამთავრდა”

ამის შემდეგ გამოცემა ON.GE-ს ჟურნალისტი გია ვლოსკის ჩაეკითხა, არის თუ არა ტალახის მისხმა მმართველი გუნდიდან ეს პასუხი, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ფეიკნიუსის გამოაშკარავებაა. – “ვერ გავიფე რა ნიშნის მოგებით მელაპარაკებით?! ტყუილებს რომ გაავრცელებთ, მიიღებთ პასუხებს”. – მიმართა ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტებს.

შემდეგ კი ფორმულას ჟურნალისტს, რომელმაც საპარლამენტო უმრაველსობის ლიდერს ჰკითხა მოსაწონია თუ არა, რომ დედაქალაქის მერი ამ საქმიანობით, “ფეიკნიუსებთან ბრძოლითაა” დაკავებული, ვოლსკიმ ასე უპასუხა: რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით. ტყუილი თქვით, დააბრალეთ ადამიანს და პასუხს გაძლევთ. ეს ფეიქნიუსების საამქრო რომ გაქვთ, თუ ცეხი გახსნილი, რა არი, ვერ გავიგე. რა გეწყინათ ამისთანა, პასუხი გაგცეს რა”.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანი-ფრენის გახსნის შემთხვევაში ერთ თვეში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზღვაში წვეთია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ყველამ ერთად პარლამენტს მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ