მაჭავარიანი-ფრენის გახსნის შემთხვევაში ერთ თვეში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზღვაში წვეთია

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის ერთი თვით გადავადებაზე ლაპარაკისას ამბობს, რომ ერთ თვეში საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების რაოდენობა “წვეთი ზღვაში” იქნებოდა.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, საქართველოს ტურისტული შემოსავლების 80% სახმელეთო ტურიზმიდან მოდიოდა, რასაც ქვეყანა ჯერ ვერ ხსნის.

“ფრენებშიც ძალიან დიდი წილი იყო ისევ ამ მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან. ძალიან მცირედი წილი იყო საჰაერო გზოთ შემოსული ევროპელი ტურისტის”. – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, “მოდელირება რომ გააკეთოთ და ნახოთ, ფრენების გახსნის შემთხვევაში, რა რაოდენობა შეიძლება ჩამოვიდეს, ეს წვეთი ზღვაშია ერთი თვის მაგალითზე”.

მაჭავარიანის თანახმად, შემცირებული მოგზაურობის ფონზე კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შემოვიდოდა, თუმცა ამასაც მოჰყვებოდა ეპიდემიოლოგიური რისკი.

“შესაბამისად, რისკს და ბენეფიტს რომ აწონი თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა”. – თქვა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“გიორგი გახარია შეეცადა, არ ეხსენებინა 20 ივნისი, რომელიც ყელში თოკივით აქვს გაჩხერილი”
შემდეგი სტატიავოლსკი ჟურნალისტებს-“რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით”