ვოლსკი: თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, შეუძლიათ, საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზა არ არსებობს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკი აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა არ არსებობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „სავსებით ობიექტური და საფუძვლიანი განცხადება მოვისმინეთ“.

„თუ რაიმე საკითხზე ეჭვები აქვთ, რომ სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, მათ შორის სტრასბურგის ვერდიქტი იყო, იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს და ეს საკითხები დღის წესრიგში დააყენონ. სახელმწიფოში რაღაც ახალი კოლეგია შეიქმნას, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა, ამაზე არ უნდა მსჯელობდეს სერიოზული პოლიტიკოსი.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იყო მესიჯები, რომ ეს ძალისმიერი მეთოდებით უნდა მომხდარიყო. რევოლუციის თემაც არაერთხელ გაჟღერდა. ცდილობენ, გათავისუფლების საკითხთან ერთად სამართლებრივი ტერმინები გამოიყენონ, მაგრამ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, შეუძლიათ, საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ. გირგვლიანის თემაც ვიცით, ვალერი გელაშვილიც ნანახი გვყავს. ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას ვერავინ უარყოფს, საზღვრის უკანონო კვეთაც მოხდა. ეს იმდენად დადასტურებული ფაქტებია, რომ არ მგონია, რაიმე სამართლებრივი პერსპექტივა გააჩნდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – „ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით
შემდეგი სტატიალომჯარია სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა: “ოცნებამ” იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა დროებითი ღონისძიების გამოსაცემად