ვოლსკი: სიძულვილის ენა გაცილებით ჭარბობს და ამის მესვეურები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ

“საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და 14-15 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუ როგორც რუსულმა მედიამ აღნიშნა – 100 ათასი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება – მიხეილ სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მის ირგვლივ მთელი საკითხები კიდევ არის განსახილველი და კიდევ უამრავი საკითხია, რომელზეც მას სამართლებრივი პასუხი არ მოსთხოვია. აქედან გამომდინარე, ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ სასამართლოს, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს. მეორე საკითხია ის, რომ ბევრს საუბრობენ შერიგებაზე, ურთიერთჩახუტებაზე და ამავე დროს ჯოჯოხეთისკენ მიგვითითებენ გზას.

დღევანდელ პოლიტიკაში სიძულვილის ენა გაცილებით ჭარბობს და ამის მესვეურები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. რუსეთის მედიის პროპაგანდა პირდაპირ იყო დაკავშირებული სააკაშვილის მხარდაჭერასთან – თქვეს, 100 ათასი ადამიანი შეიკრიბაო. აქვე საოკუპაციო ხაზთან დამატებით ღობეს აშენებენ ზუსტად იმ წუთში და იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურობენ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში გამართულ აქციას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით, 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი