ნაცვლიშვილი – დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელის ანა ნაცვლიშვილის განაცხადებით, კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტატუსისგან განურჩევლად, ყველამ პასუხი უნდა აგოს.

აღნიშნულის შესახებ ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვერ გეტყვით, გიგი უგულავამ კარანტინის წესები დაარღვია თუ არა. საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს იმისათვის, რომ შევაფასო, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ დადასტურდება, რომ კარანტინის წესები არის დარღვეული, ყველამ სტატუსისგან განურჩევლად, პასუხი უნდა ვაგოთ. დარწმუნებული ვარ, ამით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან. მინდა, მჯეროდეს, რომ არავინ არ დააყენებდა საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მას კონსულტაციები ჰქონდა გავლილი, მაგრამ შესაბამისს უწყებებს არაფერი გამოეპარებოდათ და თუ რაიმე დარღვევა იყო, ეფექტურად იმოქმედებენ. თუ წესები დაირღვა და ამას სამედიცინო გამართლება არ ჰქონდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მეც რომ ვიყო, პასუხი უნდა ვაგოთ. გასაგებია, ეჭვები და წუხილები, მეც, ისევე როგორც საზოგადოებას, კითხვებზე პასუხის მიღების ლეგიტიმური ინტერესი მაქვს. ვინც პასუხისმგებელია მსგავსი დარღვევის გამოვლენაზე, უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: სიძულვილის ენა გაცილებით ჭარბობს და ამის მესვეურები ის ადამიანები არიან, ვინც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ
შემდეგი სტატია„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, 4 პირს ბრალი წარუდგინეს