ვოლსკი – საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და სულ რომ არ იყოს, საზოგადოებამ იცის, რომ ნამდვილად მოხდა დანაშაულები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან.

„სასამართლო როგორიც არ უნდა იყოს და სააკაშვილი როგორც არ უნდა აფასებდეს მას, ფაქტები სახეზეა. სულ რომ არ იყოს სასამართლო, საზოგადოებამ იცის, რომ მოხდა ნამდვილად 7 ნოემბერი, ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანების მიმართ, „იმედში“ შეჭრა, აპარატურის დამტვრევა და ის დანაშაულები, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, ნამდვილად სიკვდილის პირას იყო მიყვანილი დეპუტატი, ნამდვილად მოხდა საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ამ თემაზე ჯერ განხილვა არ არის და ნამდვილად მოხდა და აგერ, ჩეკები გვიდევს ხარჯებისა, რაც დაიხარჯა აბსოლუტურად არამიზნობრივად მაშინ, როცა წარმომადგენლობითი ხარჯები ნორმალურია ყველა ქვეყანაში და რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენდა იმის გარდა, რასაც სააკაშვილს სასამართლო ედავება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსის თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც.

„პირდაპირ გადაბრალებას ვერ დავარქმევდი სანდრაზე, გამართლება ხდება – კი, ეს დააშავა, უშვებს, აღიარებს ფაქტობრივად, მაგრამ სამაგიეროდ, სიკეთეც გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ კი, ვალერი გელაშვილი დაზარალდა, მაგრამ სხვები ხომ არ დაზარალდნენ, დაახლოებით ასეთი პერიფრაზი შეიძლება მივუთითოთ. კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ სანდრა რულოვსის გამო ეს კანონი დაირღვა, რომ გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც, მართალი გითხრათ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს სხდომა ენმ-ს დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
შემდეგი სტატიავოლსკი – ოპოზიციას არავინ ემუქრება, რომ ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ