ვოლსკი – ოპოზიციას არავინ ემუქრება, რომ ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ

რატომღაც შენი პოზიცია რომ წარმოადგინო, თავდასხმად აღიქმება, კელი დეგნანს თქვენი პარტიის ლიდერები პიროვნულ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, ეს თითქოს არაფერს ნიშნავს, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტის შეკითხვას ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე კელი დეგნანს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დეგნანი ექსპერტი არ არის.

„ერთი პარტია როცა მართავს – ვთქვათ „რესპუბლიკური“ ან „დემოკრატიული პარტია“ აშშ- ში, ეს არანაირად არ ნიშნავს ხელისუფლების უზურპირებას, რადგან სხვა პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია, უშველებელი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ მინისტრს პასუხი მოსთხოვონ. მაგრამ როცა საქართველოში მინისტრი პარლამენტში მოდის და ანგარიშს აბარებს, დარბაზის მარჯვენა ფლანგზე ოპოზიცია არ ჩანს, მათ მუშაობა არ უნდათ, საბოტაჟის რეჟიმში არიან, თორემ ამ რეგლამენტით, კონსტიტუციით, რომელზეც “ქართულმა ოცნებამ,” მათ შორის ირაკლი კობახიძემ იმუშავა, რასაკვირველია, გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, ვიდრე ოდესმე გააჩნდა და მათ არავინ ემუქრება რომ ვთქვათ, ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ, ფიზიკურად არავინ უსწორდებათ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც
შემდეგი სტატიასამადაშვილი – დასავლელი პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად კომიკური ხდებიან