ვოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა – ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა

დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.

„ამ დონის დანაშაულისათვის კანონი შინაპატიმრობას ან სამაჯურით გაშვებას არ ითვალისწინებს. კანონი ერთია და თუ იქ რაღაც რელიგიურ მოქცევას ან სინანულში ჩავარდნას გულისხმობს მეუფე, ეს მეორე საკითხია, რაშიც ყველა ექსპერტი ვერ იქნება. ამ კაცს [სააკაშვილს] სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა. არ მინდა სარკასტული ვიყო, მაგრამ რეალურად ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ათასობით ადამიანს და მთელს სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა, გადაიარა ოჯახებზე. სისხლის გუბეები დააყენა. რეალურად მოახდინა ის, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ახლა ამ ადამიანზე საუბარი, იმაზე, რომ ის წავა მონასტერში და მოინანიებს – გაგიგონიათ მისგან მონანიების სიტყვა?“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ჩემი მეზობლისგან რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ფიქსირდება ზარი
შემდეგი სტატიაქართული ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს სხდომებზე მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა 2-ჯერ, ხოლო ერთმა 3-ჯერ ჩართო