გვარამია: ჩემი მეზობლისგან რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ფიქსირდება ზარი

ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელზეც ელისო კილაძე საუბრობდა, საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა.-  როგორც “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა, გაგიევის ქვეყანაში შემოსვლის მიზეზი გულის პრობლემების მოგვარება იყო, თუმცა საავადმყოფოში არც ერთხელ არ მისულა:

გაგიევი, რომელიც შემოსული იყო ქვეყანაში გულის პრობლემების მოსაგვარებლად, არ ფიქსირდება არც ერთი მისი ვიზიტი ექიმთან, საქართველოში ყოფნის განმავლობაში – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, გაგიევთან მარტში, ფიქსირდება მისი მეზობლის სატელეფონო ზარი:

“ჩემთვის მთავარია ის, რომ გაგიევთან მანამდე, მარტში, ჩემი მეზობლისგან ეთნიკურად ოსისგან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩემ კორპუსში ჩამოდის ხოლმე დედასთან და მე მას არ ვიცნობ, ფიქსირდება ზარი გაგიევთან. ეს ზარი არის 3 წამიანი, მაგრამ მე ეს არაფერს არ მეუბნება. შეცდომის ვერსიას ავითარებს კონტრტერორისტული სამსახური, თუმცა ის, რომ სამწამინი იყო ეს ზარი, აუცილებლად ამას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეეშალა. ეს ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი სიგნალი კონკრეტული მოქმედების, წინასწარ შეთანხმებული.” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას განცხადება სუს-დან გამოსვლის შემდეგ: დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული
შემდეგი სტატიავოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა – ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა