ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა.

მისი თქმით, პირადად აინტერესებს კითხვაზე პასუხი, რამდენად იყო ორგანიზებული და რამ განაპირობა, მისივე შეფასებით, სადისტური თავდასხმა ჟურნალისტებზე.

„ვფიქრობ, ოპოზიციას უნდა მივცეთ საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა. მე მაინტერესებს და ამაზე პასუხი თუ ვერ მივიღე, რა თქმა უნდა, მექნება შეკითხვა, რამდენად ორგანიზებული იყო ეს ბრუტალური, სადისტური თავდასხმა ჟურნალისტებზე და რამ განაპირობა ეს? ხომ არ იყო ამის უკან წინასწარი მოლაპარაკება, რათა შედეგი მიგვეღო ის, რაც გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი გომელაურზე: არაერთი ძალიან მწვავე კითხვა გვექნება
შემდეგი სტატიაპარლამენტში ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს არ უშვებენ