პარლამენტში ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს არ უშვებენ

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.  ისინი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რათა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვან.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ვახტანგ გომელაურს დღეს მოუსმენენ.

პარლამენტში ჟურნალისტებმა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა გააპროტესტეს. ჟურნალისტები პარლამენტში „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

მედიის წარმომადგენლები ფოტოებით ხელში პარლამენტის შესასვლელში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, დასვას ყველანაირი კრიტიკული შეკითხვა
შემდეგი სტატია“სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ პარლამენტში შემოსვლა”