ვოლსკი: ფაქტია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება

გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შიმშილობის შესახებ ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„მსოფლიო დაპირისპირების დროს საქართველოსკენ ნეგატიური ყურადღების მიმართვა არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეა და სტრატეგიული იარაღი. ამას ემსახურება სააკაშვილის განცხადება. რამდენად რეალიზებული იქნება ეს განცხადება ერთია, მაგრამ ფაქტია, რომ მის ჯანმრთელობას და მით უმეტეს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და 3 ადამიანს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიასუბარი: სააკაშვილს ახლა ნამდვილად აქვს შიმშილობის მიზეზი