ვოლსკი: მარგველაშვილის განცხადება მავნებლობაა

მარგველაშვილის განცხადება მავნებლობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, თქვა. ვოლსკი მეოთხე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციას ირჩევს.

მარგველაშვილის განცხადება ვფიქრობ, არათუ არასერიოზულია, არამედ მავნებლურიც არის, რადგან ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმ აღშფოთებასა და დღევანდელ უკმაყოფილებას შორის, რომელიც მარგველაშვილს ადრე გააჩნდა სადისტური მმართველობის მიმართ და დღეს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებების მიმართ, რომელიც შეიძლება, მთავრობას ჰქონდეს, თუმცა აქაც საკამათოა, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მავნებლობა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მისვლის მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ
შემდეგი სტატია“თავისუფლება მიშას”: პეტიციას მუსლიმთა სამმართველოს შეიხი უერთდება