გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მისვლის მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ

რლამენტში გრიგოლ ლილუაშვილი უნდა მოვიდეს და საზოგადოებას გასცეს პასუხი, რატომ მოხდა ასეთი რაოდენობის უკანონო მოსმენები, არსებობს თუ არა მათი განხორციელების კანონიერი საფუძველი და თუ არ არსებობს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის განცხადება, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენის საჭიროება არ არსებობს, გამართლებული არ არის.

როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მისვლის მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ.

„პარლამენტს ეს კომპეტენცია აქვს და თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, რაც გამოძიების მიმდინარეობას არ უკავშირდება. მაშინ, ამ ლოგიკით რომ წავიდეთ, თუ ვინმე გამოიკვეთება, ვიდრე განაჩენი არ დადგება და სამ ინსტანციას არ გაივლის, მაშინ პარლამენტმა რა ქნას – არაფერი? ამ საკითხზე ხელი არ გვაქვს აღებული და გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლის მიზნით ხელმოწერები გროვდება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას
შემდეგი სტატიავოლსკი: მარგველაშვილის განცხადება მავნებლობაა