ვოლსკი ლექსო ლაშქარავაზე: ყველაფერი ენმ-სთანაა კავშირში

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენები, მათ შორის დაშავებული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავა გარდაცვალება, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში იყო.

“ლექსოს ოჯახს ვუსამძიმრებ. ახალგაზრდა კაცი დაკარგა ქვეყანამ, ახლობლებმა და ოჯახმა უპირველესყოვლისა. ეს არის ის რეალობა, რაც დადგა. ამასთანავე დაუფიქრდით, ვისაც ლოგიკა აქვს და ვისაც არ აქვს იმათაც ადვილად შეუძლიათ დასკვნა გააკეთონ – ვის აწყობდა ის, რაც მოხდა? ვინ ძაბავდა საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობას? ვის და რაზე აფრთხილებდნენ პრემიერმინისტრი თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და რა მოხდა რეალობაში.

ჟურნალისტებზე თავდასხმა არის თუ არა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება სკანდალი და საერთაშორისო ყურადღება მიიქციოს? ევროკავშირის დროშის დახევა, მაშინ როცა ევროკავშირში ჩვენი პოზიციები ყოველდღიურად ძლიერდება. დაპირისპირება და ისეთი სასტიკი ცემა ადამიანების, თანაც ეკლესიის სახელით ვის აწყობს? იმათ ხომ არა, ვისაც ეკლესიის წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და არაერთი კიდევ განხორციელებული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 ერთი პირი
შემდეგი სტატიაკუჭავა: სამწუხარო ამბავმა ყველა აღაშფოთა