სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს
დაბადებული ბ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ
კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებულ ა.პ.-ს ცივი იარაღით
სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ჟურნალისტს: შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით
შემდეგი სტატიავოლსკი ლექსო ლაშქარავაზე: ყველაფერი ენმ-სთანაა კავშირში