ვოლსკი: კონსტიტუცია ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა იწყება. სასტუმრო „რედისონში“ კომისიის წევრები უკვე იკრიბებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუცია ჭრა-კერვის ობიექტი აღარ უნდა იყოს და მსგავსი კომისიის შექმნა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისეთი კონსტიტუციაა ჩამოსაყალიბებლი, რომელიც მომავალში მყარი დოკუმენტი იქნება და რომელსაც ის ბედი არ ექნება, რაც აქამდე ჰქონდა, ანუ ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები, განცხადებები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი კომისია შეიქმნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სულ 73 წევრია, რომლიდანაც 23 წევრი უმრავლესობიდანაა, რვა – „ნაციონალურ მოძრაობიდან“, ორი – „პატრიოტთა ალიანსიდან“, თითო-თითო კი, „ლეიბორისტებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ ეყოლება. ასევე, კომისიაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შედიან.

პირველ სხდომაზე კომისიის 73-კაციანი შემადგენლობა ოთხ სამუშაოდ ჯგუფად დაიყოფა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმართულებების მიხედვით იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-მოხმარებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ პოლუსზე რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა