ჩრდილოეთ პოლუსზე რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ჩრდილოეთ პოლუსზე ნოემბერსა და დეკემბერში საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ხუთი გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მეცნიერები თვლიან, რომ კათოლიკური შობისთვის რეკორდული ტემპერატურა იქნება ჩრდილოეთ ატლანტიკიდან თბილი ჰაერის მასების გამო. შედეგად, შესაძლებელია ტემპერატურა 0 გრადუსი ცელსიუსით გახდეს, რაც 20 გრადუსით მაღალია ნორმასთან შედარებით. მიმდინარე ზაფხულში ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ყინულის სისქეც რეკორდულად შემცირდა. სპეციალისტები თვლიან, რომ არქტიკულ რეგიონში არასეზონურად თბილი ამინდი კლიმატის ანთროპოგენური ცვლილებების გამო მოხდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ფრედერიკა ოტტო ამბობს, რომ პროინდუსტრიალურ დროში მსგავსი ტემპერატურა ძალიან იშვიათად ფიქსირდებოდა – ათას წელიწადში ერთხელ.
ახლა მეცნიერები თვლიან, რომ მსგავსი ტემპერატურა 500 წელიწადში ერთხელ იქნება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: კონსტიტუცია ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება
შემდეგი სტატიაარ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას ყრილობაზე – დავით ბაქრაძე