ვოლოდინი – აშშ თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე

შეერთებული შტატები, ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს ამ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს. შესაბამისი განცხადება რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა.

მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმი დამარცხდება.

„შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ მარხავს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს. P.S. მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია
შემდეგი სტატიასაკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში – კაია კალასი