ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები, მათ შორის ქართველი ცოლ-ქმარი, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი დააჯილდოვა.

პრეზიდენტის 25 აპრილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ისინი დაჯილდოვდნენ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და უანგარო ქმედებებისთვის, ასევე, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის.

ქართველი მებრძოლები სხვებთან ერთად მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილი ოპოზიციას – დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას, შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ -„ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ომის შემთხვევაში მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერ მტერს უნდა დახვდეს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა