ყაველაშვილი ოპოზიციას – დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას, შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ -„ქართულ ოცნებას“

„დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ-„ქართულ ოცნებას“. რაზე გვესაუბრებით, ტელეფონის ჩანაწერზე? ტელეფონის ჩანაწერები განვიხილოთ პარლამენტში? სალომე სამადაშვილი აქ ბრძანდება, ახლა რომელიმეს ტელეფონის ჩანაწერზე უნდა ვისაუბროთ? ან გუბაზ სანიკიძის? ან თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის? და ეს საუბრები განვიხილოთ აქ? ეს არის სერიოზული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ? რომელ ეროვნულ ინტერესებზე გვესაუბრებით?“,-განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, ქართული სახელმწიფოს ქმედებები უკრაინასთან მიმართებით ღირსეულია და საზოგადოება ამას ხედავს და სწორად აფასებს.

„თქვენ არ უსმენთ არახამიას რას იძახის ჩვენს ქვეყანაზე და ჩენს ხელისუფლებაზე? კიდევ ჩვენ ვსაუბრობთ მასზე ცუდად? ეს დამოკიდებულება სწორია? რამდენს ვითმენთ, 8 წელია ვითმენთ.

დიახ, ღირსეულად იქცევა ქართული სახელმწიფო. სოლიდარულებიც ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ. აქ ქილიკის საგანი გახდა როდესაც ვსაუბრობდი საქართველოზე მეტს ვინ აკეთებს მეთქი. ვიცით და იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ. როგორ გგონიათ, ერთ დღეს გვამყოფებდა ხელისუფლებაში რომ არ ვუსმენდეთ საზოგადოებასა თუ რა სურთ მათ. ამ არჩევნებმაც ხომ დაგანახათ ეს.

ვიცით ეს ყველაფერი და ვეღარ დაატრიალებთ იგივეს. ხელს თუ არ გვიწყობთ, ხელს ნუ უშლით საკუთარ სახელმწიფოს“,–განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას “გეპარდის” საზენიტო ტანკებს მიაწვდის
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი დააჯილდოვა