ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ითხოვს.

დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის თავდასხმები გაგრძელდება, ახალი ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო.

ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია რუსული ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინის თავზე ცის დაკეტვასაც სთხოვს.

“ვითხოვთ ცის დახურვას ან თვითმფრინავების რაც შეიძლება მალე გადმოცემას. კიდევ რამდენი სიკვდილია საჭირო იმისთვის, რომ ცა ჩაიკეტოს? რითი განსხვავდებიან ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებლებისგან?”. – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
შემდეგი სტატიალიეტუვას პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის