ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე მიიწვია. ზელენსკიმ ვიდოდოს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლიერი ვარ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, განსაკუთარებით, გაეროში მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ ჩემს მიწვევას G20-ის სამიტზე”. – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

G20-ის სამიტი 2022 წლის ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. უკრაინა დიდი ოცეულის წევრი არ არის.

G20-ის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის გარიცხვა ლიდერთა სამიტიდან, თუმცა ინდონეზია მოთხოვნას შეეწინააღმდეგა და მას “ნაადრევი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიამკვიდრებენ მიდგომას, რომ თუ ხელისუფლება რუსეთს არ ნებდება, ქვეყნის მკვლელია – ბოკერია
შემდეგი სტატიარუსეთის ჯარებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო დაბომბეს (ვიდეო)