ამკვიდრებენ მიდგომას, რომ თუ ხელისუფლება რუსეთს არ ნებდება, ქვეყნის მკვლელია – ბოკერია

პირველი – მისთვის [ირაკლი ღარიბაშვილი] მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილის პერსონას უნდა დაუკავშირონ ყველა მათთან დაპირისპირებული მოსაზრება, თუ განცხადება, ეს მათი ხაზი იყო და დარჩება. მეორე, და ამაზე კიდევ უფრო მთავარი, მათთვის, რაშიც შეყავთ ეს ყველაფერი, არის ისევ იგივე, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც არ მოწონს ქართული ოცნება და ივანიშვილი, უთხრან, რომ ჩვენ ასეთები ვართ, თუ ისეთები, იცოდეთ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, თქვენს შვილებს დაბომბავს რუსეთი, რომ გავამარტივოთ ეს გზავნილი და ყველა თემიდან მიდიან ამ თემამდე, იმიტომ რომ, სამწუხაროდ ეს ეფექტურია, როდესაც შენივე მთავრობა, რომელიც იმისთვის უნდა გყავდეს, რომ დაგიცვას, ამას გეუბნება. რთული ამოცანა გვაქვს ჩვენ, რეჟიმის ყველა ნორმალურ ოპონენტს, ოღონდ ხელები კი არ უნდა ჩამოვშალოთ, ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ უზნეო ტყუილზე, რომელსაც ისინი ქადაგებენ.

მერე ამას ედება უკვე ის, რომ, აი რა კონცეფცია აქვთ ხო, ზელენსკის წინააღმდეგ რატომ აწარმოებენ ღია კამპანიას სოციალურ ქსელებში. მათ უნდათ, რომ დაამკვიდრონ ასეთი მიდგომა, რაც პირდაპირ შედის ჩვენი მტრის ინტერესში, რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება, იქნება ეს უკრაინა, თუ საქართველო, თუ გადაწყვეტს რომ მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ მტერი, რუსეთი მას უტევს, თუ პოლიტიკური ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ არ დანებდეს და ქვეყანა არ ჩააბაროს, ესეიგი ის არის მკვლელი საკუთარი ქვეყნის, ჯარისკაცების გამწირველი. ბრაზის მიმართვა ხდება არა მტრის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა შანტაჟი არაა და ეს გამოწვეული იყო “არამეგობრული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში” – პესკოვი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე მიიწვიეს