გაუგონარია, როცა მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას – დარჩიაშვილი

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი – მდინარაძე
შემდეგი სტატია17 მაისს დაგეგმილი მსვლელობისთვის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება – თბილისის მერია