ვმუშაობთ დასახმარებლად, რომ ოქტომბერში უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი

USAID კონცენტრირებულია დაეხმაროს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმ მიზნით, რომ საარჩევნო პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი – ამის შესახებ USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ორიენტირებულია არა არჩევნების შედეგებზე, არამედ, მხოლოდ პროცესზე.

ირკვევა, რომ მომავალ თვეში საქართველოში საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ.

გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი.

რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო წინასაარჩევნო შეფასების მისია, რომელსაც “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” [ენ-დი-აი] ხელმძღვანელობდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი მისია. სადღაც მომავალ თვეში ჩამოვლენ საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები. რეალურად ვსაუბრობთ ათასობით დამკვირვებელზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი წარმომადგენლობით. ამ რაოდენობის უმეტესობა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იქნება და ეს იქნება ძალიან, ძალიან ძლიერი პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციები და სხვა ქვეყნებიც გამოგზავნიან დამკვირვებლებს, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჯონ პენელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად თითქმის 4 წელი მუშაობდა, წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე
შემდეგი სტატიასიორიძის თანამდებობის გაუქმება “ლელოს” მიმართ შურისძიებაა – ანა ნაცვლიშვილი