სიორიძის თანამდებობის გაუქმება “ლელოს” მიმართ შურისძიებაა – ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცესკოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმება “ლელოს” მიმართ შურისძიებაა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არც სიორიძეს შეასუსტებს და არც “ლელოს”.

ამ კანონმდებლობის მიღება, რომელსაც “ოცნება” საბოლოოდ ვეტოს დაძლევით შეძლებს, არის პირდაპირი და უხეში დარღვევა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაციის. მათი ერთ-ერთი სამიზნე გახლდათ “ლელოს” წევრი და ზოგადად, პარტია და გადაწყვიტეს, რომ ეს პროცესი, მათ შორის “ლელოზე” შურისძიებისთვის გამოეყენებინათ. თუმცა მათი ეს მცდელობა ძალიან უბადრუკი მცდელობა არის, იმიტომ, რომ გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმება, არც თავად გიორგი სიორიძეს და არც “ლელოს” ერთი წუთითაც ვერ შეასუსტებს”.- ამბობს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ოცნებამ” დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.

banner
წინა სტატიაშივმუშაობთ დასახმარებლად, რომ ოქტომბერში უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი
შემდეგი სტატიამთავრობის “საჩუქარი” საპატრიარქოს – “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოსთვის დამატებით 35 000 000 ლარის გადაცემის უკან პოლიტიკური გეგმები არ დგას