ვლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი უწყებაში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.

”ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. მომდევნო წლებში უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში. იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც სამანევრო ელემენტებში, ასევე საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტებშიც”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა
შემდეგი სტატიატრამპი რუსეთსა და აშშ-ის შორის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს არ უჭერს