ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალბატონი დაშავდა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა „სუბარუს“ და „მერსედასის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები. დაზარალებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული, თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში„არც იარაღი და არც ნარკოტიკი – ბრალდებულს ამჯერად ყაჩაღობა “ჩაუდეს” – „ცუდად შეკერილი საქმე“ და უკვე მისჯილი 11 წელი
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს