ვხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა

რუსი პარლამენტარის საქართველოს საკანონმდებლო ტრიბუნაზე გამოჩენის გადაწვეტილებას აკრიტიკებს „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი. ჰერბსტი მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია. ჰებსტი საუბრობს იმაზე, რომ დემონსტრაციები რუსეთის საკითხს ცდება. მისი თქმით, აქციის მონაწილეების გაღიზიანება ასევე გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით.

„ეს გადამეტებული რეაქცია იყო. თუმცა ასევე მართალია, რომ ადგილი ქონდა გარკვეულ პროვოკაციებს დემონსტრანტების მხარეზე. ეჭვი მაქვს, რომ ეს პროტესტი უფრო მეტზე იყო, ვიდრე იმ ფაქტზე, რომ აგრესიული მთავრობის წარმომადგენელი საუბრობდა საქართველოს პარლამენტში. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხდება უფრო ავტორიტარული – არ ვდებ მათ ბრალს ავტორიტარიზმში, არამედ შედარებით. ვხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა. არ მინდა დასკვნები გავაკეთო, ნათელია, რომ მთავრობა ზედმეტად ერევა, მათ ზედმეტი ჩარევა უნდა შეწყვიტონ და საშუალება მისცენ იყოს მეტი თავისუფლება და არ მოახდინონ ხალხის პროვოცირება მკაცრი ზომებით.“, – ამბობს ის.

წყარო: ამერიკის ხმა

banner
წინა სტატიაშისტორნსკი: მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო
შემდეგი სტატიასაგანგებო შეხვედრა „ოცნების“ ოფისში – პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება