სტორნსკი: მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო

20 ივნისის ღამეს მკაცრად აფასებს ევრაზიის პროგრამების მკლევარი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის „კარნეგის ფონდიდან“ პოლ სტრონსკი. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ბრუტალურად უპასუხა აქციას, ვიდრე ავტორიტარული ყაზახეთის სამართალდამცავებმა. სტრონსკი ასევე ხაზს უსვამს სპეციალური დანიშნულების რაზმის მოუმზადებლობას და ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა აქციის კონტროლის შესახებ წვრთნებში, დიდი რესურსი ჩადეს.

„შოკირებული ვარ. ეს არ არის ის პასუხი, რასაც ველოდი საქართველოს მთავრობისგან. განსაკუთრებით, ამ მთავრობსიგან, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ და არ დაარბევდნენ [აქციას]. ეს პასუხი უარესი იყო, ვიდრე ყაზახეთის მთავრობის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დაარბია საპროტესტო აქცია. მათ დაარბიეს ხალხი, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. შოკისმომგვრელია, რომ ეს მოხდა. მე კიდევ არ მესმის კარგად რა მოვლენები უძღოდა ამას წინ. ვიცი, რომ იყო შეშფოთება, რომ შეიჭრებოდნენ პარლამენტში, მაგრამ ქმედება გადამეტებული ჩანს… ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, როგორიც ამ მთავრობამ თქვა, რომ იქნებოდნენ“, – ამბობს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი.

სტრონსკი ამბობს, რომ მომხდარი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯს ლახავს.

„ქართული დემოკრატია სწორედ ასეთ მომენტებში იცვლება და მსურს ვიხილო უფრო ეტაპობრივი განვითარება, როდესაც ქართველ ხალხს საშუალება ექნება მათი ნება ინსტიტუტების მეშვეობით გამოხატონ. ახლა ვხედავთ, რომ ხალხი გრძნობს, რომ ქუჩაში გასვლის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ, და სხვა არჩევანი არ აქვთ იმის გარდა, რომ ეს შემთხვევები გამოიყენონ, რათა მოითხოვონ ის ცვლილებები, რაც სურთ. დროა საზოგადოებასა და მთავრობას შორის რეალური დიალოგი შედგეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სისტემა და უზრუნველყონ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება… მნიშვნელოვანია, აქცია იყოს მშვიდობიანი, ხალხმა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია რომ სამართალდამცავებმა დამატებით თავშეკავება აჩვენონ. რაც მოხდა ლახავს საქართელოს იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში“, – თქვა მან.

სტორნსკის თქმით, მთავრობისგან, რომელიც მის ოპონენტებს სწორედ იმ მიზეზით აკრიტიკებდა, რომ ძალას გადაამეტეს, ეს მოულოდნელი იყო. მკვლევარი საქართველოს ხელისუფლებას ღია და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის პარტია, რომელიც საუბრობდა მისი წინამორბედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე და მკაცრ ზომებზე და ჩანს, რომ მათ გააკეთეს ის, რისთვისაც თავად ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებდნენ. გასული არჩევნების სამართლიანობის გარშემო კითხვები არსებობს, კითხვები – რომელიც სამწუხაროა რომ საქართველოს წინაშე ისევ დგას. არსებობს ლეგიტიმურობის გარშემო კითხვები და მომხდარი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ და არა მარტო არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის. ეს საქართველოსთვის სამწუხარო დროა და აჩვენებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნები შეჩერებულია. როგორც საქართველოს მეგობრისთვის, რომელიც საქართველოს ხედავს როგორც ლიდერს ამ გარდაქმნებში – ეს ძალიან სამწუხარო დღეა. ვფიქრობ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე გამოძიება. მათ ვისი ბრალიც ესაა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაშავდნენ და რამდენიმე მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს. მე ვუთანაგრძნობ მათ და მათ ოჯახებს“, – ამბობს ის.

წყარო: ამერიკის ხმა

banner
წინა სტატიაშიდეივიდ კრემერი: სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი
შემდეგი სტატიავხედავთ მკაცრ ზომებს, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, მედიას, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა და ვფიქრობ, რომ პროტესტი ნაწილობრივ ამაზეა