„ვივამედის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

კარდიოლოგი ნინო ნადირაძე მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრი გახდა

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის კვლევის ფაზაში იმყოფება.

„მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი და მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის „არ ავნო“. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას.

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ ინფორმაციას.

ქალბატონი გიული ალასანიამ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნოზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა“, – აცხადებს ნადირაძე.

კითხვაზე მძიმეა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ნინო კუზანოვა კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ პაციენტი სამკურნალოდ იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი – ბოკერია
შემდეგი სტატიამე იმ აქციებში ჩავდგები, როდესაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ხალხის რისხვისგან აუცილებლად იქნება დასაცავი – ვაშაძე