მე იმ აქციებში ჩავდგები, როდესაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ხალხის რისხვისგან აუცილებლად იქნება დასაცავი – ვაშაძე

მე იმ აქციებში ჩავდგები, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ხალხის რისხვისგან აუცილებლად იქნება დასაცავი – მე იქ ჩავდგები, რათა ის დიდი აგრესია, რაც საზოგადოებაში აკუმულირდება, მათზე არ წავიდეს! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებასა“ და მათ აპოლოგეტებს ანტიდასავლური რიტორიკა აქვთ არეული, რაც ხალხში აგრესიას აუცილებლად გამოიწვევს.

“რეალური აქციები სწორედ მაშინ იქნება, როდესაც ანტიდასავლური ძალა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქვეყნის ეროვნულ უსაფრხოებასთან, მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ამოცანებთან ხელისუფლებიდან წავა. ჩვენ ქვებს კი არ დავუშენთ, ჩავდგებით იმისთვის, რომ მათი პერსონალური უსაფრთხოება დავიცვათ და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„ვივამედის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება