“ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და გადავდივართ პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის აქტიურ რეჟიმზე“ – გიგი ხოჯევანიშვილი

ხოჯევანიშვილი: გახარიას ყოველთვის ჰქონდა ღია საუბარი მედიასთან

“დღეს ჩენ გავხსენით გორში რეგიონალური ცენტრალური ოფისი, ამის შემდგომ იგეგმება შიდა ქართლში, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ოფისების გახსნა და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. მოგეხსენებათ , რომ ჩვენი პარტია არის ახლად შექმნილი პარტია , ვიწყებთ და გადავდივართ პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმზე. რა თქმა უნდა ეს არ იქნება მარტივი მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერის და იმ უდიდესი პოზიტივის გათვალისწინებით რომელიც მოსახლეობის მხრიდან ჩვენდამი მოდის.“ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა.

,,ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს გუნდს უერთდებიან. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. თუ რომელ მუნიციპალიტეტებში გვეყოლება მერობის კანდიდატი და ვინ იქნებიან ეს ადამიანები – ამაზე მიდის გუნდის შიგნით მსჯელობა და უახლოეს მომავალში გახდება თქვენთვის ცნობილი.“ – ამბობს ხოჯევანიშვილი.

გორის მაჟორიტარი რეგიონებში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისების მეპატრონეებზე განხორციელებულ ზეწოლასაც შეეხო.

„საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ოფისი რომელ მისამართზე იქნება – ჩვენ დღეს ვართ აქ, ხვალ დაგვჭირდება სხვა ოფისში ვიქნებით, მაგრამ ეს იმ შეუქცევად პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხაზს უსვამს, რომ მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და შიდა ქართლში პარტიას უკვე მოსახლეობის სოლიდური მხარდაჭერა აქვს.

banner
წინა სტატიაში“სოც-ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა „ფორმულამ“ უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა”
შემდეგი სტატიაწულაია პოლიტიკაში რჩება: ვიბრძოლებ ბოლომდე