“სოც-ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა „ფორმულამ“ უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა”

სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა „ფორმულამ“ უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა: ევროპულში, თუ ატლანტიკურში?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კოორდინირებული არაავთენტური ქცევა“ – სოციალურ მედიაში საჯარო დისკუსიის მანიპულაციისკენ მიმართული კოორდინირებული მოქმედება. გუშინ, „ფორმულას“ სოცმედია-მენეჯერმა, იგივე მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებელმა, იგივე ფეისბუკ-ჯგუფის „თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება“ ადმინისტრატორმა, შეიცხადა რა, „ფორმულას“ გვერდზე საკუთარი ქვეყნის წარმატების დამცინავი პოსტის კრიტიკა, მოიხმო მისი „ადმინისტრაციული“ რესურსი და ვირტუალური შემოტევა დააორგანიზა, სხვა სიტყვებით, კოორდინირებული არაავთენტური ქცევა.

ალბათ, ბედის ირონიაა, რომ, სწორედ გუშინ, „ფორმულამ“ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „დაარსების დღიდან, ფორმულა იმ ფასეულობების ერთგულია, რაც შეესაბამება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. ჰოდა, სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრზე ხალხის მისევა „ფორმულამ“ უფრო მეტად რომელ ფასეულობაში ამოიკითხა: ევროპულში, თუ ატლანტიკურში?

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს საარჩევნო კოდექსს ვეტო დაადოს
შემდეგი სტატია“ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და გადავდივართ პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის აქტიურ რეჟიმზე“ – გიგი ხოჯევანიშვილი