ვითხოვე მანქანა მეზობლისგან, არ უჩივლია – გორში მანქანის გატაცებისთვის კაცი დააკავეს

გორში ავტომობილი გატაცების საქმეზე პოლიციამ შუა ხნის კაცი დააკავა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მანქანა მას ნათხოვარი ჰქონდა, სამართალდამცველებმა კი დანაშაული დააბრალეს. მისივე თქმით, მეზობელს, რომლისგანაც მან მანქანა ითხოვა, პოლიციაში არ უჩივლია.

“არაფერს არ ვაღიარებ. ძალადობენ, მოძალადეები არიან პოლიციელები არ არიან. ვითხოვე ავტომანქანა მეზობლისგან, ესენი მეუბნებიან გიჩივლაო, არ უჩივლია”,- თქვა დაკავებულმა.

დაკავებული ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე ამნისტიის შესახებ – პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მზაობა, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაზუსტდეს