პაატა მანჯგალაძე ამნისტიის შესახებ – პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მზაობა, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაზუსტდეს

პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს მზაობა და მონდომება, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაზუსტდეს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან ამნისტიის პროექტების თაობაზე კახა კუჭავასთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მზად იყო წასულიყო კომპრომისზე, რომელსაც კახა კუჭავას შეთავაზება ითვალისწინებდა, თუმცა, ვერ შეთანხმდნენ, რადგან “ის მარტო არ არის”.

რაც შეეხება კუჭავას შეთავაზებას ის ითვალისწინებდა, ამნისტირებულის მხრიდან ამნისტიაზე უარის თქმის პრინციპზე ჩანაწერის ამოღებას, ოპოზიციას კი დაზარალებულთა თანხმობის პრინციპი უნდა დაეთმო.

“ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია წინასწარი თანხმობა ამნისტიის გავრცელებაზე, “ქართული ოცნებისთვის” პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა დაზარალებულთა თანხმობა, რაც ჩვენს ვერსიაშია. ნიკა მელიასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მათი ვერსიით ამნისტირებისთვის ნიკას თანხმობა კი არ არის საჭირო, არამედ უარი არ უნდა თქვას, მაგრამ ესეც მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის ვერსია იყო, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო. რეალობა არის ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობასაც”, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველას გვჭირდება ამნისტიის კანონის მიღება. სხვანაირად ვერ წავალთ წინ. პირადად, ჩემი სახელით შემიძლია ვთქვა, რომ კომპრომისზე შეიძლება მეფიქრა პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო და ეს დაგვეკომპენსირებინა იმით, რომ სახელმწიფომ აიღოს დაზარალებულთა მკურნალობის და რეაბილიტაციის ვალდებულება, ამის ფასად მზად ვიყავი თანხმობების ამოღებაზე. ვერ შევთანხმდით, რადგან მარტო არ ვარ და სხვა ადამიანებიც არიან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშივითხოვე მანქანა მეზობლისგან, არ უჩივლია – გორში მანქანის გატაცებისთვის კაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაოკუპაციის გამო ქართველები ამ დრომდე ურთულეს მდგომარეობაში არიან…უკანონობა უნდა დასრულდეს – ანჟეი დუდა