ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც “ბოლო რუსი ჯარისკაცი უკრაინას დატოვებს”

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მისი ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც “ბოლო რუსი ჯარისკაცი უკრაინას დატოვებს”. ამის შესახებ კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.

მისივე თქმით, რუსებისთვის უკრაინის ტერიტორიების გადაცემა კომპრომისი არ არის.

“რუსები ამბობენ: “მოდით, მოვძებნოთ კომპრომისი, მოდით, ვიპოვოთ გამოსავალი”. რაზე საუბრობენ? რომელი კომპრომისი?” უკრაინის ტერიტორიის რუსებისთვის გადაცემა კომპრომისი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით, რუსებთან კომპრომისზე ვისაუბროთ თუ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი უკრაინას დატოვებს, საუბრის დრო მოვა, მაგრამ ჯერ ასე არ არის. რუსები ჩვენი სამშობლოდან უნდა წავიდნენ”, – განაცხადა კლიჩკომ.

ამასთან, კლიჩკომ BBC-ის განუცხადა, რომ რუსი ხალხი საბოლოოდ იმას მიხვდება, რომ მათი ჯარისკაცები ვლადიმერ პუტინის ამბიციისთვის იღუპებიან.

“ესეც ტრაგედიაა რუსებისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის. ხალხს ეს ახლა არ ესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე რეალობას გააცნობიერებენ. რუსები რისთვის კვდებიან? პუტინის ამბიციისთვის? სწორედ ამიტომ, უკრაინისა და მსოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთიანობა, ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების გასაღებია”, – დასძინა კლიჩკომ.

banner
წინა სტატიაშიპესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს დონეცკის ოლქის კრასნოპოლიეს რაიონში