პესკოვმა უარყო ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული მხარე აპირებდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოებას.

„არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია, რადგან არანაირი დაჯილდოება არ იყო დაგეგმილი. ასეთი გეგმები არ ყოფილა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, „ეხო კავკაზამ“ დაწერა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, თოყაევის დაჯილდოების გადაწყვეტილება 17 ივნისს მოსკოვში მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაციის გარეშე ევროკავშირის დასახული ვერცერთი ამოცანა ვერ გადაწყდება – პატარაია
შემდეგი სტატიავიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც “ბოლო რუსი ჯარისკაცი უკრაინას დატოვებს”